„ციცინათელების ქვეყანა“
Your browser doesn’t support HTML5
17 იანვარს საქართველოში გაიხსნა ბავშვთა პირველი ჰოსპისი - „ციცინათელების ქვეყანა“. ჰოსპისი მიზნად ისახავს განუკურნებელი და ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებზე პალიატიურ მზრუნველობას. მომსახურება უფასო იქნება. ჰოსპისი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ინიციატივით და მისი და სხვა დონორების დაფინანსებით შეიქმნა.