რეპერების მხარდამჭერი აქცია საქალაქო სასამართლოსთან

Your browser doesn’t support HTML5

9 ივნისს საქალაქო სასამართლოს წინ გაიმართა მიშა მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას მხარდამჭერი აქცია. ჰიპ-ჰოპ ჯგუფ “ბირჟა მაფიის” რეპერები 8 ივნისს დააკავეს. მათ ბრალი ედებათ ნარკოტიკის, MDMA-ის, შეძენა-შენახვაში. “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტები აცხადებენ, რომ რეპერები დაიჭირეს მათ მიერ გავრცელებული იმ კლიპის გამო, რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული. აქტივისტები დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.