მიწის ნაკვეთების კიდევ ერთი ნაწილის დაკარგვის საფრთხე

საოკუპაციო ხაზი შიდა ქართლში

შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სამი სოფლის მოსახლეობა მეორე კვირაა ყოველდღე ელოდება მიწის ნაკვეთების კიდევ ერთი ნაწილის დაკარგვას. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე ქარელის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთ საფრთხე მას შემდეგ შეექმნა, რაც 11 მაისს, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე ოსურმა მხარემ გამოაცხადა, რომ „საზღვრის“ გავლებას აპირებს. ქარელის მუნიციპალიტეტის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენიმე წლის წინაც მოექცა.

Your browser doesn’t support HTML5

მიწის ნაკვეთების კიდევ ერთი ნაწილის დაკარგვის საფრთხე