რას ფიქრობს ხალხი სამთავრობო ცვლილებებზე?

13 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომლის თანახმად,18 სამინისტრო 14-მდე შემცირდება. გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივითუქმდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. სამინისტროების რაოდენობის შემცირების ერთ-ერთი მიზანი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება იყო. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რა მოლოდინი აქვთ მოქალაქეებს, რამდენად ვარაუდობენ, რომ ბიუროკრატიული ხარჯები შემცირდება.