ყველაფერს აქტიური ადამიანები ცვლიან - ისინი, ვისაც სათქმელი აქვს და არ ერიდება გამოთქმას, ვინც საკუთარი პრინციპებით მოქმედებს და ეს მოქმედება, უპირველესად, ღირებულებებს ეფუძნება.
Your browser doesn’t support HTML5
„სამოქალაქო აქტივიზმის“ არსი თითქმის დაიკარგა. საბჭოთა გამოცდილებამ ირონიული ელფერი შესძინა ფრაზას - „რა აქტიური ხარ...“ ისინი კი, ვისაც არ ეშინია აქტივიზმის, შეცვლიან დროსა და სამყაროს.
უკვე შეიქმნა სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრი, 29 ივნისიდან კი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამოქალაქო აქტივიზმის ფესტივალი გაიმართება. სწორედ ამ საკითხებზე საუბრობენ დღეს სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრის თანადამფუძნებლები - მარიამ გულიაშვილი და თემო ბეჟანიძე. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.