თავდაპირველად ვისაუბრებთ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ხელმოწერილ თავდაცვით კონტრაქტზე და კიდევ ერთხელ გავიხსენებთ იმ დაპირისპირებას, რაც ამ გარიგებას უძღოდა წინ. ტელეფონის საშუალებით კი ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს პანკისის ხეობის მკვიდრი, ალი ქავთარაშვილი, რომელიც გვიამბობს, თუ რას ფიქრობენ მისი თვისტომის ადამიანები პანკისიდან სირიაში საბრძოლველად ახალგაზრდების გადაბირება-გაგზავნაზე. გადაცემის ბოლოს ვისაუბრებთ საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლ ქართველ მხატვარ პეტრე ოცხელზე, რომელზეც პრაღაში, საქართველოს საელჩოს შენობაში, „პრაღის კვადრიანელას“ ფარგლებში 25 ივნისს ლექციას წაიკითხავს ხელოვნების კრიტიკოსი მერი მაცაბერიძე.
Your browser doesn’t support HTML5