სამეცნიერო ფორუმი თბილისში

Your browser doesn’t support HTML5

12 მარტს თბილისში გაიმართა მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი. ფორუმის მთავარი თემაა - როგორ გაიზარდოს სახელმწიფო დაფინანსების ეფექტურობა მეცნიერების განვითარებისთვის. კიდევ ერთი საკითხია თანამშრომლობა ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და Elsevier BV-ს (ელსევიერი) შორის. 2014 წლის მაისიდან ქართველი მეცნიერები უფასოდ სარგებლობენ Elsevier BV-ს საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით, რომელშიც მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურა არის განთავსებული.