18 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო სამაგიდო თამაშების კლუბის დამაარსებელი, გიგა წიბახაშვილი. კლუბი თბილისში უკვე მესამე წელია ფუნქციონირებს და საშუალებას აძლევს თამაშების მოყვარულ ადამიანებს შეიკრიბონ, თავად აირჩიონ თამაშებიც და მეწყვილეებიც. თამაშებიც უმეტესობა ავითარებს ფანტაზიას, იმპროვიზაციის უნარს და ლოგიკას.
რა თამაშებია განსაკუთრებით პოპულარული კლუბის წევრებს შორის, რა ტიპის მომხმარებელი ყავს კლუბებს და რამდენად მნიშვნელოვანია ზრდასრული ადამიანებისთვის ამ ტიპის გართობა - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.