სალომე მოსი (ჩხეიძე) ბერლინში ცხოვრობს და მუშაობს. "რადიო თავისუფლების" რუბრიკა "უხილავი ფარდა" მასთან საუბრით აგრძელებს ციკლს უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ხელოვანთა შესახებ.
Your browser doesn’t support HTML5
სალომე მოსმა თბილისის სამხატვრო აკადემიის შემდეგ ისწავლა მილანის ბრერის სახვითი ხელოვნების აკადემიაში. მოგვიანებით ჩაირიცხა ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში, ბურკჰარდ ჰელდის კლასში. იქვე აიმაღლა კვალიფიკაცია ვალერი ფავრის კლასში. "უხილავი ფარდის" წამყვან ოქროპირ რუხაძესთან საუბარი შეეხო ხელოვანის პროფესიის შესწავლას, ინსტალაციისა და ფერწერული ნამუშევრის შექმნის თავისებურებებს, ხელოვანის დამოუკიდებლობას და ორიგინალურობას, რაზედაც სალომე მოსი ამბობს, ვცდილობ გადავაბა ჩემი ხელოვნება სხვისასო.