სალომე ასათიანის ინტერVIEW მირიან გამრეკელაშვილთან

Your browser doesn’t support HTML5

ბოლო ხანს საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა საქართველოს საპატრიარქო. მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულია დეკანოზი; მაღალი რანგის სასულიერო პირებისგან ისმის განცხადებები საპატრიარქოში გამეფებული კორუფციისა და დაპირისპირებების შესახებ; კვლავ ამოტივტივდა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის სახელი, მას ჩრდილოვან მმართველობაში სდებენ ბრალს. საპატრიარქო დახურული ინსტიტუტია და იქ მიმდინარე პროცესებში თუ ძალთა განაწილებაში ბოლომდე გარკვევა გარე მეთვალყურისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია. საზოგადოებას ახსოვს რამდენიმე სასულიერო პირი, უწინარესად ბასილ კობახიძე, რომლებმაც დიდი ხნის წინ აღიმაღლეს ხმა და არ შეუშინდნენ საპატრიარქოში შექმნილ მძიმე ვითარებაზე საუბარს, და ამისთვის დაისაჯნენ კიდეც. არის თუ არა დღევანდელი პროცესები იმ ტაბუსა თუ ცენზურის შედეგი, ეკლესიის კრიტიკის მიმართ რომ არსებობს საზოგადოებაში? ამ და სხვა საკითხებზე სალომე ასათიანი ესაუბრება ინტერVIEW-ს სტუმარს, თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს. 2004 წელს ის ერთ-ერთი იყო სასულიერო აკადემიისა და სემინარიის იმ 23 სტუდენტიდან, ვინც დაუფარავად ილაპარაკა საპატრიარქოს წიაღში არსებულ პრობლემებზე, ხოლო შემდეგ საკუთარ თავზე იწვნია ცენზურისა თუ ტაბუების ძალა.