სალომე ასათიანის ინტერVIEW მარინე ჩიტაშვილთან

Your browser doesn’t support HTML5

რა ხდება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გარშემო და რამდენად საფუძვლიანია მეცნიერთა ნაწილის პოზიცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც უქმდება დაფინანსების განაცხადების შემფასებელი ექსპერტების ანონიმურობა, დიდ საფრთხეს უქმნის სამეცნიერო სფეროს თავისუფლებას? რატომაა, რომ სხვადასხვა გამოკვლევის მიხედვით, საქართველოს მეცნიერები ყველაზე წარმატებული არიან ფიზიკის, ასტრონომიის, მათემატიკის დარგებში, და მათ მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან სოციალური და ჰუმანიტარული სფეროების მკვლევრები? რამდენად იგრძნობა საქართველოს აკადემიურ სივრცეში საბჭოთა სისტემის ინერცია და რამდენად აფერხებს ეთნონაციონალისტური განწყობა თუ წარსულის იდეალიზაცია საგანმანათლებლო სფეროს ჩამოყალიბებას კრიტიკულ, თავისუფალ სააზროვნო სივრცედ? რა ტიპის განათლებას ვიღებთ სკოლებში, სადაც ბოლო კლასებში აქცენტი კეთდება მისაღებ გამოცდებსა და „ტესტის კარგად დაწერაზე“? და რა არის საჭირო საიმისოდ, რომ უმაღლესი სასწავლებლების კურთხევით აღარ ვრცელდებოდეს სამეცნიერო აზრთან იმდენად მწყრალად მყოფი ტექსტები, როგორებიცაა, მაგალითად, ნაშრომები „ეკონომიკის ფუნქციონირების ამქვეყნიურად აუცილებელი და უფლისათვის სათანადო ფორმების... ღვთივსულიერი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის სათანადო კონცეფციისა და რეკომენდაციების“ აუცილებლობაზე ან საქართველოს, როგორც „ერთა მართვის მანიის კლასის გამოკვეთილ ლიდერზე“? ამ თემებზე საუბრობენ სალომე ასათიანი და გადაცემის სტუმარი, ფსიქოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მარინე ჩიტაშვილი.