კანონიერი, უსამართლო საკონსტიტუციო უმრავლესობისკენ

ელენე ნიჟარაძე, ლევან ნატროშვილი

საპარლამენტო არჩევნები ჯერ არ დასრულებულა და ბევრს შეიძლება, უადგილოდაც მოეჩვენოს ამ ეტაპზე საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების საჭიროებაზე ლაპარაკი. თუმცა, ასე არ თვლიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წლებია საარჩევნო სისტემის ცვლილებას მოითხოვენ, რიგ შემთხვევაში - ოპოზიციურ პარტიებთან ერთადაც.

Your browser doesn’t support HTML5

კანონიერი, უსამართლო საკონსტიტუციო უმრავლესობისკენ

არსებულმა ე.წ. შერეულმა სისტემამ კიდევ ერთხელ შექმნა პრობლემა იმისა, რომ პოლიტიკური ძალა პარლამენტში იღებდეს იმაზე ბევრად მეტ მანდატს, ვიდრე მას ამომრჩევლის მხარდაჭერა აქვს. ასეთი გამოცდილება საქართველოს ჰქონდა და ახლაც, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის მოლოდინში, თითქმის არავის ეპარება ეჭვი, რომ პროპორციული სისტემით გამარჯვებული პარტია მაჟორიტარების ხარჯზე საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. ამ საკითხზე საუბრობენ დღევანდელი სადისკუსიო რუბრიკის სტუმრები ლევან ნატროშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი და ელენე ნიჟარაძე, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ პროექტის კოორდინატორი. საუბარს ნინო გელაშვილი უძღვება.