გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 97 პირველკურსელი სტუდენტი სახელმწიფოსგან სწავლის გადასახადის დაფინანსებას ელოდება. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სტუდენტები სახელმწიფო პროგრამით წელსაც ისარგებლებენ. ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე უკვე დაამტკიცეს.
Your browser doesn’t support HTML5
რამდენიმე წელია, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მცხოვრები სტუდენტების განათლების დაფინანსება. სოფიკო ქისიშვილი სოფელ წითელუბნიდანაა. მეოთხე წელია, ის უკვე ევრორეგიონალურ უნივერსიტეტში, ბიზნესის ფაკულტეტზე, სახელმწიფო დაფინანსებას იღებს. სოფიკო ამბობს, რომ სახელმწიფოს დახმარების გარეშე სწავლას ვერ შეძლებდა, რადგან ოჯახი ომის შემდეგ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
გორის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი მარიკა შერაზადიშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ კონფლიქტით დაზარალებული სტუდენტების დახმარება უნდა გააგრძელოს.
ნანა ეცადაშვილი გორის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. ის სოფელ ფლავისმანში ცხოვრობს, სოფელი ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება. ეროვნულ გამოცდებზე საგრანტო ქულა ვერ მიიღო, თუმცა ახლა უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტია და სტიპენდიითაც სარგებლობს. მისი თქმით, რომ არა სახელმწიფოს დაფინანსება, სწავლის გაგრძელება გაუჭირდებოდა.
სახელმწიფოს მიერ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული სტუდენტების დაფინანსებას მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევენ გორში არსებული უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები. ევრორეგიონალური უნივერსიტეტის რექტორი ვალერი სუხიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო ამ პროგრამით არა მარტო სტუდენტებს, არამედ უმაღლეს სასწავლებლებსაც ეხმარება. მისი თქმით, მხოლოდ მის უნივერსიტეტში 200-მდე სტუდენტს სწორედ სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს და ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობა ყველა სფეროზე თანაბრად აისახება.
ქვეყნის მასშტაბით წელს 1000 სტუდენტი ელოდება სახელმწიფო დაფინანსებას. ეს სტუდენტები შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის , რაჭის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს ცხოვრობენ.
გორის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი მარიკა შერაზადიშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ კონფლიქტით დაზარალებული სტუდენტების დახმარება უნდა გააგრძელოს.
დაფინანსების მოპოვების მსურველმა სტუდენტებმა, რომლებიც საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს ცხოვრობენ, რეგისტრაცია გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გაიარეს. რესურსცენტრის წარმომადგენელ თამარ გოგლიძის თქმით, გორში 97 სტუდენტი დარეგისტრირდა და ახლა დაფინანსების მოლოდინშია.
ქვეყნის მასშტაბით წელს 1000 სტუდენტი ელოდება სახელმწიფო დაფინანსებას. ეს სტუდენტები შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის , რაჭის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს ცხოვრობენ.