ოკუპირებულ სოფლებში მცხოვრებთა გასაჭირი

როგორ იმოქმედა აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მცხოვრები ხალხის ყოველდღიურობაზე გადასასვლელების გაუქმებამ და რა არის იმის მიზეზი, რომ კონფლიქტის ზონაში ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება, რომ მათ შეზღუდული აქვთ ჯანდაცვის, განათლების, გადაადგილების, ვაჭრობის, ნათესავების მონახულების უფლებები? რას აკეთებს მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად სახელმწიფო და რა ბერკეტები არსებობს მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად? - ამ საკითხებზე მსჯელობდნენ 16 ნოემბერს სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში გამართულ საჯარო დისკუსიასა და სახალხო დამცველის აპარატის ანგარიშის პრეზენტაციაზე არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლები.