საქართველოს რკინიგზის ჩიხი

თუ საქართველოში საავიაციო გადაზიდვები ზრდის ტენდენციით ხასიათდება, ასე არ არის მეორე არანაკლებ მნიშვნელოვან სატრანსპორტო სფეროში. ლაპარაკია საქართველოს რკინიგზაზე, რომლის ტვირთბრუნვა წლითიწლობით მცირდება და, შესაბამისად, იკლებს შემოსავლებიც.

დაახლოებით, 5 წელია საქართველოს რკინიგზის შემოსავლები კლების ტენდენციით ხასიათდება. ჯერჯერობით ნაადრევია ლაპარაკი 2017 წლის შედეგების შესახებ, მაგრამ შემოსავლების, დაახლოებით, 10-პროცენტიანი შემცირება მიმდინარე წლის პირველ ნახევარშიც აღინიშნა. გაცილებით მაღალი იყო შემოსავლების კლების მაჩვენებელი 2016 წელს. ამ საანგარიშო პერიოდში საქართველოს რკინიგზის შემოსავლები 23 %-ით, ტვირთბრუნვის მოცულობა კი 16%-ით შემცირდა. გასულ წელს საქართველოს რკინიგზის მთლიანი შემოსავალი 440 მლნ ლარი იყო, მაშინ როდესაც 2015 წელს ის 574 მლნ ლარს შეადგენდა.

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს რკინიგზის ჩიხი