საქართველოს დროშათა ისტორია
Your browser doesn’t support HTML5
14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. საქართველოს დროშათა თავგადასავალი ისევე მრავალფეროვანია, როგორც მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ტერმინი „დროშა“ ქართულ წერილობით წყაროებში („მოქცევაი ქართლისაი“, „წმინდა ნინოს ცხოვრება“) IX საუკუნიდან გვხვდება. დროშის აღსანიშნავად გვხვდება ასევე სიტყვები: „ალამი“, „დრაუჟი“, „ბაირაღი“ და „ბავრაყი“.