რა არის საჭირო უსაფრთხო მგზავრობისთვის?

ელიზბარ დარჩიაშვილი, ეკატერინე ლალიაშვილი

მიკროავტობუსებსა და ავტობუსებს საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მგზავრთა გადაყვანისას 2019 წლისთვის ახალი რეგულაციები უნდა დაუწესდეს, რითაც უსაფრთხოების სტანდარტები ევროსტანდარტებს გაუთანაბრდება. ამ რეგულაციების თანახმად, უნდა მოწესრიგდეს მძღოლთა შრომისა და დასვენების პირობები, ასევე სატრანსპორტო საშულებები აღიჭურვოს სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობით. რა პირობებში მგზავრობენ დღეს ერთი ქალაქიდან მეორეში მიმავალი მოქალაქენი და რა არის დაგეგმილი მომავალში? ამის თაობაზე რადიო „თავისუფლების“ სადისკუსიო მაგიდასთან საუბრობენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრის უფროსი ელიზბარ დარჩიაშვილი და „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ლალიაშვილი. მათთან დისკუსიას ნინო ხარაძე უძღვება.

Your browser doesn’t support HTML5

რა არის საჭირო უსაფრთხო მგზავრობისთვის?