საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა პარლამენტში

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე ორ საკითხს შეეხნენ - „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" კანონპროექტებს. „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. დეპუტატები მომდევნო სასესიო კვირაში განიხილავენ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და ვეტოს საკითხიც გაირკვევა.