საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის პირველი ხუთი თვის მაჩვენებლები თითქმის იგივეა, რაც იყო 2013 წელს. ასეთ სურათს იძლევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობა ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლების ერთობაა, რომელიც მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში 14,9 პროცენტით გაიზარდა და თითქმის 4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. „საქსტატის“ მონაცემებით, იანვარ-მაისში საქართველოში იმპორტირებული უცხოური პროდუქციის მოცულობა 2 მილიარდ 941 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც 11 პროცენტით მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამავე პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ოდენობა 28.7 პროცენტით გაიზარდა და ერთ მილიარდ დოლარზე ოდნავ მეტი შეადგინა. მიუხედავად საგარეო სავაჭრო ბრუნვის მონაცემების გაუმჯობესებისა, „საქსტატის“ ინფორმაციიდანვე ირკვევა, რომ იმპორტიც და ექსპორტიც მხოლოდ 2013 წლის დონეს უტოლდება. ამის გამო ოპოზიცია მთავრობას აკრიტიკებს, რადგან მიიჩნევს, რომ საგარეო სავაჭრო ბრუნვის სტატისტიკა ქვეყნის ეკონომიკის უძრაობაზე მეტყველებს.
Your browser doesn’t support HTML5