საბჭოთა ოკუპაცია რამდენიმე ფრაზით

25 თებერვალს აღინიშნება საბჭოთა ოკუპაციის დღე. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შემოვიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა. თავისუფლებისათვის ბრძოლას თბილისის მისადგომებთან არაერთი იუნკერი შეეწირა. პარლამენტის 2010 წლის დადგენილების თანახმად, საბჭოთა ოკუპაციის დღე საქართველოში 2011 წლიდან სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. ამ დღეს საქართველოში ეშვება ყველა სახელმწიფო დროშა და ცხადდება წუთიერი დუმილი.