2011 წელი საარჩევნო გარემოსთვის

კახა კახიშვილი და ნინო ლომჯარია

2011 წელს განსაკუთრებით აქტუალური იყო საარჩევნო გარემოს შეცვლის საკითხი. რა მოიტანა რეალურად პოლიტიკური დიალოგის, შეთანხმების მიღწევის მცდელობამ? რაზე მიანიშნებს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა ინიცირება და განხილვა უკვე დაიწყო პარლამენტმა? რას ჩაეყარა საფუძველი საპარლამენტო არჩევნების წინა წელიწადს? ამ საკითხებზე სასაუბროდ ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია კახი კახიშვილი, "საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი და ნინო ლომჯარია, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი.