საახალწლო კონკურსი „კათარზისში“
Your browser doesn’t support HTML5
6 იანვარს სათნოების სახლ „კათარზისში“ საახალწლო კონკურსი გაიმართა. მოხუცებმა საკუთარი თავი სცენაზე წარმოაჩინეს. ოცზე მეტი მონაწილე ერთმანეთს ცეკვასა და სიმღერაში შეეჯიბრა. კონკურსის შედეგად, ჟიურიმ წლის ბებია (ლირა არაბული) და წლის ბაბუა (ვლადიმერ ზანგურაშვილი) გამოავლინა. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები და ტკბილეული გადასცა სააქციო საზოგადოება „თელასმა“.