სააკაშვილმა მწვავედ გააკრიტიკა პოროშენკო
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა გაუუქმდა, მწვავედ გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ვიდეომიმართვაში, რომელიც 27 ივლისს გამოქვეყნდა ფეისბუკზე. „მემთელი გულით მიყვარს უკრაინა და მზად ვარ გავაგრძელო ბრძოლა აქ, უკრაინაში, მიუხედავად ნებისმიერი დაბრკოლებისა“, განაცხადა სააკაშვილმა. (ვიდეო: როიტერი)