"800 თეთრი კორპუსი" კოტე ჯინჭარაძისა და ვახო ბუღაძის ინსტალაციაა, რომელიც ძველი იპოდრომის ტრიბუნებზეა განთავსებული. ნამუშევარი ბუნებრივ გარემოში ავტორების მინიმალური ჩართულობით არის შესრულებული და ქალაქში მიმდინარე ქაოსურ მშენებლობებსა და გამქრალ საჯარო სივრცეებს ეხმაურება.