გირგვლიანის მკვლელობიდან რვა წელი შესრულდა

Your browser doesn’t support HTML5

სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან მერვე წელს საბურთალოს პანთეონში მისი ახლობლები და უფლებადამცველები შეიკრიბნენ. სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელები ჯერაც არ არიან დასჯილები და თუ ხელისუფლება ზომებს დროულად არ მიიღებს, სამართლიანობის აღსადგენად ბრძოლას სხვა მეთოებით გააგრძელებენ. გირგვლიანის მკვლელობის საქმის გახსნისკენ მთავრობას უფლებადამცველმა ლაშა ჩხარტიშვილმაც მოუწოდა.