გასული კვირის განმავლობაში რუსულ პრესაში წააწყდებოდით სტატიებს საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე. გაზეთი ”არგუმენტი ი ფაქტი”, რუბრიკაში ”მწერლის სიტყვა”, აქვეყნებს პროზაიკოს ევგენი კოგანის სტატიას თბილისზე, სათაურით ”ქალაქში, რომელშიც შეუძლებელია არ დაბრუნდე”. ავტორი ტექსტის დასაწყისს ქართული სასმელ-საჭმლის აღწერას უთმობს, ჭაჭას აქებს და ჰყვება ხინკალზე, რომლის სანაცვლოდ ცხოვრების ნაწილსაც კი გასცემდა. ის შემდეგ დაწვრილებით აღწერს ქართველების სიყვარულს რუსების მიმართ: ”ის, ვინც ამტკიცებს, რომ ქართველებს რუსები არ უყვართ, საკუთარი ფანტაზიების სამყაროში ცხოვრობენო”, - წერს ავტორი და შემდეგ ჰყვება: ”ადგილობრივებს ვეკითხებოდით, კი, მაგრამ ომი? ისინი კი გვპასუხობდნენ: ეს ჩვენი ომი არ არის! ჩვენ ყოველთვის ძმები ვიყავით. ეს პუტინის და მიშას პრობლემებიაო”. ავტორი მეგობრის მონაყოლსაც იხსენებს. ბათუმში ტაქსისტმა გვითხრა, როდესაც გაიგო, რომ რუსები ვიყავითო: ”როგორ მიყვარს რუსები. ჩვენ ყველას გვიყვარს რუსები. სად იყავით?” სხვათა შორის, ”არგუმენტი ი ფაქტის საიტზე” განთავსებულ ამ სტატიას ერთი მკითხველის კომენტარი აქვს: "ავტორს, ალბათ, პიარისათვის ფული გადაუხადეს, ისიც სარეკლამო ბოდვას წერსო”.
საქართველოს მომავალი ტურისტული პოტენციალია განხილული ”გაზეტა.რუ-ს” პუბლიკაციაშიც, თუმცა აქ უფრო მეტადაა განხილული პოლიტიკური ვითარებაც. ”სამოთხე ჭაობზე” - ასეთია სტატიის სათაური და მასში ლაზიკა იგულისხმება. ”ლაზიკის ჭაობებში უნებურად გახსენდება პუშკინის ლექსიო”, - წერს ავტორი, რომელის მხატვრულ თარგმანსაც ვერ შემოგთავაზებთ, პწკარედული თარგმანი კი ასეთია: ”აქ აშენდება ქალაქი/ქედმაღალი მეზობლის ჯიბრზე”. ავტორი განაგრძობს: ”ორი დეპრესიული მეზობლის - ზუგდიდისა და სოხუმის - ეკონომიკური თანასწორობა ლაზიკამ შეიძლება ქართველების სასარგებლოდ დაარღვიოსო”. თუმცა, დასძენს ავტორი, "ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი, ეს ახლად მოვლენილი პეტრე პირველი, შეინარჩუნებს ძალაუფლებას არეულ საარჩევნო სეზონშიო”.
საქართველოსა და რუსეთში არსებულ ვითარებაზე წერს იულია ლატინინაც, ”ნოვაია გაზეტაში” გამოქვეყნებულ სვეტში, რომელსაც კარგა გრძელი სათაური აქვს: ”პუტინს ჩინეთივით არ გამოუვა, გამოუვა თუ არა ოპოზიციას საქართველოსავით, მასზეა დამოკიდებული”. ავტორი წერს, რუსული ოპოზიციის თავზე დამტყდარი უბედურებების სერია საქართველოს თავზე დამყდარ უბედურებებს მაგონებსო. ავტორი გულისხმობს, რომ როგორც საქართველოს, ისე რუსული ოპოზიციის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები უგუნურად იყო მოფიქრებული თავიდანვე და განწირული იყო წარუმატებლობისთვისო. ის ხსნის - ”ერთი შეხედვით ეს უდავო სირთულეები ართულებს ცხოვრებას და აფუჭებს საინვესტიციო კლიმატს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ყველაფერი, ომის ჩათვლით, უფრო წვრილი საერთაშორისო ხულიგნობაა, ვიდრე ტოტალიტარული ბოროტმოქმედება. ის სუსტ და კორუმპირებულ მოწინააღმდეგეს დაღუპავდა, მაგრამ საქართველოს მხოლოდ რეფორმების გზაზე სიარულში შეუწყო ხელიო”, - წერს იულია ლატინინა.
ბოლოს, ლევან ყენიას ”ზენიტში” გადასვლასთან დაკავშირებით ქვეყნდება რამდენიმე პუბლიკაცია. ერთ მათგანს გაგაცნობთ, რომელსაც ”მოსკოვსკი კომსომოლეცში” წაიკითხავთ. მისი სათაურია ”საფეხბურთო საოცრება” საქართველოდან. სტატიაში ყენია მოხსენიებულია როგორც ბუნების საოცრება, სუპერტალანტი და ”ახალი ყიფიანი”. თუ ის ფორმას დაიბრუნებს, მაშინ მსოფლიო კლასის ფეხბურთს აჩვენებს და თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების აღორძინებასაც დაეხმარებაო, - წერს ავტორი, თუმცა დასძენს, ამისათვის მას ტრავმის მოშუშება და სათამაშო პრაქტიკა სჭირდებაო.