იმაზე, რომ რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში საკმაოდ მძლავრად არის წარმოდგენილი არაერთხელ ყოფილა საუბარი. მაგრამ ეს მაინც კერძო და ზოგადი საუბრები იყო. ახლა კი, ხელთა გვაქვს კვლევა, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ჩაატარა. კვლევაში წარმოდგენილია საქართველოში დაფუძნებული ის კომპანიები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეები ფლობენ და ის, თუ როგორ და როდის აღმოჩნდა მათ ხელში ეს ობიექტები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ კვლევა საჯარო ინფორმაციაზე და ღია წყაროებზე დაყრდნობით ჩატარდა. რა გვაჩვენა ამ კვლევამ? რატომ აღმოჩნდა უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული და საკომუნიკაციო ობიექტები რუსული კაპიტალის ხელში?
როგორ მოხდა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების დიდი წილი რუსულ კომპანიებზე მოდის? რისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული საქართველოში არსებული რუსული ფული? როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი რუსეთის გავლენას საქართველოში? ამ პრობლემებზე სასაუბროდ მარინა ვაშაყმაძემ რადიო თავისუფლების სტუდიაში მიიწვია კვლევის ერთ-ერთი ავტორი, IDFI-ის ანალიტიკოსი ნატა ძველიშვილი და ჟურნალისტი ზვიად ქორიძე.
Your browser doesn’t support HTML5