რუსთავის ახალი საკრებულოს პირველი სხდომა ­- ყველა თანამდებობა უმრავლესობას

რუსთავის ახალი საკრებულოს პირველი სხდომა

20 ნოემბერს რუსთავში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. მილოცვებისა და აპლოდისმენტის ფონზე აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს კომისიათა ხელმძღვანელები.

Your browser doesn’t support HTML5

რუსთავის ახალი საკრებულოს პირველი სხდომა ­- ყველა თანამდებობა უმრავლესობას

სხდომა, როგორც კანონი მოითხოვს, რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გაგა აფციაურის, მოხსენებით დაიწყო. მან
თქვა, რამდენმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, დაასახელა ათივე გამარჯვებული მაჟორიტარი და საკრებულოში პარტიული სიით გასული წევრები.

რუსთავის ახალი საკრებულო

  • „ქართულ ოცნებას“ ახალ საკრებულოში უმრავლესობა ჰყავს - 18 წევრი;
  • „ნაციონალური მოძრაობას“ - სამი წევრი;
  • „ევროპულ საქართველოს“ - ორი წევრი;
  • "ლეიბორისტული პარტიას" - ერთი წევრი;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ - ერთი წევრი.

გაგა აფციაურმა შემდეგ, კანონის შესაბამისად, სხდომის გაძღოლა, ყველა საკრებულოს უხუცეს წევრს, გურამ ფირცხალაიშვილს, სთხოვა. საკრებულოს წევრებს სამი საათი დასჭირდათ იმისთვის, რომ საკუთარი უფლებამოსილება ეცნოთ, აერჩიათ ხმის დამთვლელი კომისია, დროებითი სამანდატო კომისია, საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები და კომისიების ხელმძღვანელები.

ცნობისთვის: „ქართულ ოცნებას“ ახალ საკრებულოში ამჯერადაც უმრავლესობა ჰყავს - 18 წევრი. „ნაციონალური მოძრაობა“ სამი წევრით არის წარმოდგენილი, „ევროპული საქართველო“ - ორით, ხოლო ლეიბორისტული პარტია და „პატრიოტთა ალიანსი“ - თითო-თითო მანდატით.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ საკრებულოს თანამდებობებისთვის ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გურამ ლაცაბიძის თქმით, „ოცნების“ მანდატები არალეგიტიმურია, რადგან ხელისუფლებამ 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები გააყალბა, თუმცა მათი ფრაქცია, რომელსაც შექმნიან, საკრებულოში მუშაობას აპირებს და სახელისუფლებო გუნდს აქტიურ ოპონირებას გაუწევს.
როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აირჩიეს.

ბევრი რამ დამოკიდებულია პროექტების დამტკიცებაზე, ბიუჯეტის ფორმირებაზე. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და ჯანსაღი კონკურენციის ურთიერთობები უნდა იყოს [საკრებულოსთან] ქალაქის მომავალი მშენებლობისა და განვითარებისთვის...
ირაკლი ტაბაღუა

თავმჯდომარე ლევან ონიანი გახდა. არჩევის შემდეგ ლევან ონიანმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ საკრებულოს უმრავლესობა ოპოზიციასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას შეძლებს. ონიანმა აქვე დასძინა, რომ პირველი, რაც საკრებულომ უნდა გააკეთოს, ეს არის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვა.

ახალი საკრებულოს პირველ სხდომას დაესწრო რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუაც, რომელიც თავისი მოვალეობის შესრულებას ერთი კვირით ადრე შეუდგა.

„ბევრი რამ დამოკიდებულია პროექტების დამტკიცებაზე, ბიუჯეტის ფორმირებაზე. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და ჯანსაღი კონკურენციის ურთიერთობები უნდა იყოს [საკრებულოსთან] ქალაქის მომავალი მშენებლობისა და განვითარებისთვის“. ტაბაღუას თქმით, საკრებულოს რუსთავის ბიუჯეტის პროექტის სამუშაო ვარიანტი უკვე გადაეგზავნა.