აქცია "რუსთავი 2-ის" მხარდასაჭერად

Your browser doesn’t support HTML5

2 მარტს თბილისში, უზენაესი სასამართლოს შენობასთან, შეიკრიბნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერები - პოლიტიკოსები, უფლებადამცველები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. სწორედ 2 მარტიდან უზენაესი სასამართლო განიხილავს ტელეკომპანიისა და მისი მფლობელების, ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარს. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ხალხი არ დაიშლება მანამ, სანამ უზენაესი სასამართლო „რუსთავი 2“- ის საქმეზე გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებულ დავას უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.