"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია ტელევიზიის შენობასთან
Your browser doesn’t support HTML5
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეზოსთან დღის განმავლობაში რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი. გაშლილი იყო ორი თეთრი კარავი. ტელეკომპანიის მხარდასაჭერად მისული მოქალაქეები რუსთავი 2-ის მფლობელობის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ 2 მარტს მიღებული გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და ხელისუფლების ჩარევაზე მიუთითებენ.