სამშაბათს მოსკოვში გრძელდებოდა სპონტანური მცირერიცხოვანი საპროტესტო აქციები ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ. პოლიციამ დააკავა ათობით დემონსტრანტი - მათ შორის, ოპოზიციური მოძრაობის მემარცხენე ფრონტის ლიდერი სერგეი უდალცოვი და აქტივისტი ალექსეი ნავალნი. ეს ორივესთვის მეორე დაპატიმრება იყო ერთი დღის მანძილზე. სამშაბათს, უფრო ადრე, ისინი იმ ათობით დემონსტრანტთა შორის მოხვდნენ, რომლებიც პოლიციამ მშვიდობიანი აქვიის დაშლისას დააპატიმრა.
მოსკოვის ცენტრში, აქციაზე, უდალცოვი გვიან ღამით მივიდა. მას ათობით დემონსტრანტი შეეგება სკანდირებით:
„მოსკოვი პუტინის წინააღმდეგ! მოსკოვი თაღლითებისა და ქურდების წინააღმდეგ! ჩვენ გავიმარჯვებთ! რუსეთი პუტინის გარეშე!“
მოგვიანებით, როცა პოლიციას განყოფილებაში მიჰყავდა, უდალცოვმა თანამოაზრეებს დაუძახა, მოქმედება არ შეწყვიტოთო.
6 მაისის შემდეგ რუსეთის პოლიციამ 750-მდე ადამიანი დააკავა პუტინის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე.
სამშაბათს რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დმიტრი მედვედევი დაამტკიცა, რითიც დასრულდა მედვედევსა და პუტინს შორის თანამდებობების გაცვლის პროცესი. ერთი დღით ადრე კრემლში პუტინის პრეზიდენტად ინაუგურაცია შედგა. მოსახლეობის ნაწილს აბრაზებს ის, რომ ეს ორი ლიდერი ჩაფრენილია ძალაუფლებას.
სახელმწიფო სათათბირომ, სადაც უმრავლესობას კრემლის მოკავშირე პარტია „ერთიანი რუსეთი“ ფლობს, მედვედევი დაამტკიცა ხმათა შეფარდებით 299-144.
პუტინმა მედვედევი ორშაბათს კრემლში თავისი ინაუგურაციის პომპეზური ცერემონიალის დასრულებისთანავე წარადგინა პრემიერ-მინისტრის პოსტზე. კენჭისყრის შემდეგ ახალმა პრეზიდენტმა დეპუტატებს ასე მიმართა:
„დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელი სახელმწიფო სათათბიროში ყველა ფრაქციასთან ითანამშრომლებს და მთავრობა ყველას მოუსმენს.“
მედვედევის პრეზიდენტობის პერიოდში პუტინი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობდა. მანამდე - 2000 და 2008 წლებს შორის - ის ორი ვადით იყო პრეზიდენტი.
უდალცოვის აზრით, საპროტესტო აქციებმა აჩვენა, რომ პროდემოკრატიულ ძალებს ბრძოლა არ შეუწყვეტიათ:
„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ამას არ შევრიგებივართ. პატიოსანი არჩევნებისა და ლეგიტიმური მთავრობისთვის ბრძოლა გრძელდება. რაც უფრო ძლიერი იქნება მთავრობის რეაქცია, მით უფრო ძლიერად ვუპასუხებთ ჩვენც. თავს დავიცავთ - ამის სრული უფლება გვაქვს. მთავრობა თუ ჩვენს განადგურებას ცდილობს, ჩვენი უფლებაა ამბოხება მოვაწყოთ. და, ადრე თუ გვიან, ეს მოხდება კიდეც.“
სამშაბათს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მარკ ტონერმა თქვა, აშშ „შეწუხებულია“ რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების შევიწროებითო. მან რუსეთის მთავრობას მოუწოდა დაიცვას სიტყვის და შეკრების თავისუფლება.
ტონერის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის შეშფოთებას ის ცნობებიც იწვევს, რომ დემონსტრანტების მცირე ჯგუფები თავს ესხმიან რუსეთის უსაფრთხოების ძალთა წარმომადგენლებს. ტონერმა ორივე მხარეს ძალადობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.