განაჩენის გამოცხადებას სავჩენკო სიმღერით შეხვდა
Your browser doesn’t support HTML5
როსტოვის ოლქის დონეცკის საქალაქო სასამართლომ 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა უკრაინელ მფრინავ ქალ ნადეჟდა სავჩენკოს, რომელიც სასამართლო კოლეგიამ დამნაშავედ სცნო ორი რუსი ჟურნალისტის იგორ კორნელიუკისა და ანტონ ვოლოშინის მკვლელობაში. სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარემ ლეონიდ სტეპანანეკომ როგორც აღნიშნა, განსასჯელმა „სიძულვილისა და მტრობის მოტივით“ წინასწარგანზრახვით ჩაიდინა ორი ჟურნალისტის მკვლელობა. განაჩენის გამოცხადებას სავჩენკო უკრაინული ხალხური პატრიოტული სიმღერის შესრულებით შეხვდა. სავჩენკო თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.უკრაინელი მფრინავი აცხადებს, რომ 2014 წლის ივნისში შეიპყრეს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც მოხალისეთა ბატალიონში იბრძოდა რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების წინააღმდეგ, შემდეგ კი უკანონოდ ჩაიყვანეს რუსეთში.