19 წლის რუსმა ჯარისკაცმა, ბრალდებულმა ვალერი პერმიაკოვმა თავი დამნაშავედ ცნო ავეტისიანების ოჯახის 7 წევრის დახოცვაში, რის გამოც მას, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ. ამ აღიარების შემდეგ სასამართლოს სხდომა 29 იანვრისათვის გადაიდო მსხვერპლის ნათესავების თხოვნით, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება უნდა მისცენ. 2015 წლის 12 იანვრის ღამით რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზიდან გაქცეულმა დეზერტირმა ჯარისკაცმა, ვალერი პერმიაკოვმა, ავტომატით მოკლა ოჯახის 6 წევრი, მათ შორის, 2 წლის გოგონა. ოჯახის მეშვიდე წევრი, ექვსი თვის ბიჭი, ერთი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა ავტომატის დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად. პერმიაკოვი, რომელიც გიუმრიში მდებარე რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაზე მსახურობდა, დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს სომხეთ-თურქეთის საზღვარზე.