სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თელავში გახსნა რთვლის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც ცხელი ხაზის (Tel: 2470101) მეშვეობით 24-საათის განმავლობაში მოემსახურება მომხმარებელს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ, აგვისტოში მოსული ძლიერი სეტყვის მიუხედავად, წელსაც ყურძნის კარგი მოსავალი იქნება. „რთველი-2015“-ის სამზადისზე სასაუბროდ რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ჯიმშერ რეხვიაშვილი ტელეფონით თელავში დაუკავშირდა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს გიორგი სამანიშვილს.
Your browser doesn’t support HTML5