ბიძინა ივანიშვილი და ”სახიფათო გზები”

გიორგი მარგველაშვილი და პაატა ზაქარეიშვილი

ძალზე სწრაფად ვითარდება მოვლენები მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პილიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის შესახებ ამცნო საზოგადოებას. არ წყდება საუბარი ამ თემაზე, განიხილება თანამოაზრეთა შემოკრების საკითხი და ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯები. "რესპუბლიკურმა პარტიამ" საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ: ”ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ ამ გზაზე ბევრი საფრთხეა, ეს გზა უკიდურესად სარისკოა...” რა საფრთხეებზე შეიძლება იყოს საუბარი? რა არის მოსალოდნელი? კონკრეტულად რას გულისხმობენ პოლიტიკოსები და ექსპერტები, როცა გეგმებსა და პროცესებზე საუბრობენ?.. სწორედ ამ თემებს განიხილავდნენ რადიო თავისუფლების დღევანდელ სადისკუსიო მაგიდასთან რესპუბლიკური პარტიის წევრი პაატა ზაქარეიშვილი და პოლიტოლოგი გიორგი მარგველაშვილი.

Your browser doesn’t support HTML5

საუბარი გიორგი მარგველაშვილთან და პაატა ზაქარეიშვილთან