როცა პატრონი შინ არ არის

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოში სულ უფრო იზრდება იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც სახლში შინაური ცხოველები ჰყავთ. არსებობს აზრი, რომ ძაღლის ყოლისა და მასზე ზრუნვის კულტურა ჩვენში მხოლოდ ახლა ვითარდება. შესაბამისად, ამ პროცესში ნელ-ნელა იკიდებს ფეხს მომსახურების ისეთი ფორმები, როგორებიცაა შინაური ცხოველების სასტუმრო, ძაღლის გასეირნება, დამხმარესთან დატოვება და სხვა. რის მიხედვით არჩევს მომხმარებელი ამ მომსახურებას და უნდა ითვალისწინებდეს თუ არა ის ცხოველის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას?