თანამედროვე კინოს ცოცხალ კლასიკოსს, ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ რეჟისორს კინოხელოვნების ისტორიაში, რომან პოლანსკის 80 წელი შეუსრულდა. რეჟისორის იუბილემდე ცოტა ხნით ადრე სამანტა გეიმერმა, ქალმა, რომელიც ოფიციალური ვერსიით 13 წლის იყო, როცა პოლანსკის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა მოგონებების წიგნი გამოსცა სახელწოდებით “გოგონა, რომელმაც რომან პოლანსკის ჩრდილქვეშ იცხოვრა”.. ახლა ამერიკის და ევროპის წიგნის მაღაზიების თაროებზე სამანტას წიგნი იყიდება, კინემატოგრაფისტები კი “როზმარის ჩვილის”, “ტესის”, “პიანისტის” ავტორის იუბილეს ზეიმობენ.
Your browser doesn’t support HTML5