ცხოვრება ვაზიანში

ვაზიანის დასახლება თბილისიდან 5 კილომეტრით არის დაშორებული. ყოფილ სამხედრო დასახლებაში ძირითადად აფხაზეთიდან დევნილები, მაღალმთიანი სოფლებიდან ჩამოსახლებულები და სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ. ავარიულ კორპუსებში მცხოვრები ადგილობრივები წლიდან წლამდე ითხოვენ გზების მოწესრიგებას, სუფთა სასმელ წყალს, დასუფთავებასა და კანალიზაციის მოწესრიგებას.