21 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო გაეროს განვითარების პროგრამის წყალდიდობების რისკების მართვის პროექტის ხელმძღვანელი, ვანო წიკლაური. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვის სააგენტო გასული 5 წლის განმავლობაში ერთობლივად მუშაობდნენ მდინარე რიონის აუზში წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების მდგრადი მართვის პრაქტიკის შემუშავებაზე.
პროექტის ძირითადი კომპონენტებია:
- დატბორვის რისკის ქვეშ მყოფი რეგიონების განვითარების პოლიტიკის შემოღება და წყალმოვარდნებისა და წყალდიდობებისადმი მედეგობის გაუმჯობესება.
- წყალმოვარდნების მართვის პრაქტიკის შემუშავება და განხორციელება.
- ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნა.
რამდენად შეიძლება ერთი მდინარის გარშემო დაგროვილი გამოცდილების განვრცობა სხვა მდინარეებზე, როგორ შეიძლება უზრუნვეყოს სახელმწიფომ კატასტროფების მაღალი რისკის ზონებში მცხოვრები ადამიანების უსაფრხოება და წინასწარ შეფასებული რისკები რამდენად ეხმარება ადამიანს ზიანის შემცირებასა და თავიდან აცილებაში - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.
Your browser doesn’t support HTML5