22 ნოემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტი თამარ უგულავა.
Your browser doesn’t support HTML5
გაეროს ბავშვთა ფონდმა 21 ნოემბერს გამოაქვეყნა მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა, რომლის თანახმადაც საქართველოშიყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს. მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ოჯახების საშუალო მოხმარება, არ შეცვლილა მათი შემოსავალი. ღარიბ ბავშვებს კვლავ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ვიდრე მათ თანატოლებს მდიდარი ოჯახებიდან.
მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ და შეისწავლის ოჯახებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე. 2015 წლის კვლევამ გამოავლინა სამომხმარებლო სიღარიბის, მატერიალური დეპრივაციის, სუბიექტური სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის მაჩვენებლები.