ორგანიზაციამ momxmarebeli.ge თბილისის მაღაზიებში შეიძინა ათი სათამაშო და ექსპერტიზისთვის გადაგზავნა გერმანიაში, საგანგებოდ აკრედიტებულ ლაბორატორიაში.
Your browser doesn’t support HTML5
გერმანიიდან მიღებული დასკვნა შოკისმომგვრელია - ათი შემოწმებული სათამაშოდან ცხრაში, დიდი ოდენობით აღმოჩნდა მავნე ნივთიერება DEHP. რას იწვევს ეს ნივთიერება და რატომ არ შეიძლება მისი სათამაშოებში გამოყენება? როგორ უნდა ამოვიცნოთ მავნე სათამაშო და როგორ ავარიდოთ თავის საფრთხეს? ვინ უნდა ზრუნავდეს ბავშვების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაზე?
ამ პრობლემაზე საუბრობენ - ლია თოდუა, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი და momxmarebeli.ge-ს პროგრამის ხელმძღვანელი; ასევე, მშობელი ზაზა შენგელია, მთარგმნელი და გამომცემლობა "დიოგენეს" წარმომადგენელი. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.