საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეგროვებული სათამაშოები. მათგან უმეტესობა ორიოდე საუკუნის წინანდელია. სათამაშოები დამზადებულია ხისგან, ნაჭრისგან, ცოცხისგან. მუზეუმში გვხვდება თოჯინა ბავშვები, „ახლად დაქორწინებული“ თოჯინები და ასე შემდეგ.