ზამთრის მოახლოებასა და აციებასთან ერთად, აქტუალური ხდება ბინების გათბობის საკითხი. გათბობის რომელ სახეობებს ანიჭებენ უპირატესობას თბილისელები, ანუ რა საშუალებებით თბებიან? - ამ კითხვით მიმართა რადიო თავისუფლებამ მოქალაქეებს. მათი უმეტესობა უპირატესობას ბუნებრივი აირით გათბობას ანიჭებს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ზამთარს გათბობის გარეშე ატარებენ.