საფრანგეთში, ქალაქ კანში გრძელდება საერთაშორისო კინოფესტივალი. 26 მაისს შევიტყობთ, ვის ერგება პრესტიჟული ჯილდო - ოქროს პალმა. ჩვენმა მსმენელმა იცის, რომ ფესტივალი 15 მაისს გაიხსნა გამოჩენილი ამერიკელი მწერლის, სკოტ ფიცჯერალდის რომანის, „დიდი გეტსბის“ ახალი ეკრანიზაციით. თუმცა, ეს ფილმი არ არის ჩართული საკონკურსო პროგრამაში. საკონკურსო პროგრამაში შედის 20 ფილმი 10 ქვეყნიდან. გადაცემის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დავურეკეთ კანის კინოფესტივალზე რადიო თავისუფლების კორესპონდენტს, გიორგი გვახარიას და მას შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ.
Your browser doesn’t support HTML5