არჩევნების სტარტი რეგიონებში

საქართველოს პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით გამოცემული განკარგულებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება. საერთო ჯამში, საქართველოს მასშტაბით, ამომრჩევლები ხმას მისცემენ 64 საკრებულოს 2058 წევრსა და 64 მერს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი. როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია რეგიონებში? „რეგიონალურ მაცნეში“ დღეს ამ თემებზე გთავაზობთ სიუჟეტებს ლაგოდეხიდან, ზუგდიდიდან, ქუთაისსა და რუსთავიდან.