15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისა და 29 ივნისის განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგების მიხედვით, პრაქტიკულად უკვე ცნობილია, როგორი პარტიული და გენდერული ბალანსით დაკომპლექტდება საკრებულოები. დღევანდელი „რეგიონალური მაცნე“ სწორედ ამ თემაზე შემოგთავაზებთ სიუჟეტებს ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ლაგოდეხიდან და ახალციხიდან.