ახალი სასწავლო წლისათვის მზადება ახალციხეშიც მიმდინარეობს. ყველაზე მეტი სიახლე მუნიციპალიტეტის მასშტაბით აწყურის სკოლის მოსწავლეებს ელოდებათ.
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, წელს მხოლოდ ამ სკოლის სარემონტო სამუშაოებისათვის 42 ათასი ლარი გამოიყო. სახურავის გადახურვა სასწავლო პროცესის დაწყებამდე უნდა დასრულდეს, – აცხადებს ახალციხის რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტი, იურისტი გიორგი დალალიშვილი.
სკოლაში ჩასატარებელ სარემონტო ხარჯებს ახალციხის მე-6 საჯარო სკოლაც ითხოვს. სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი აცხადებს, რომ პედაგოგთა და მოსწავლეთა გამოცდების შედეგებით მუნიციპალიტეტში მათი სკოლა ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა სათანადო სახსრები სარემონტო სამუშაოებისათვის სკოლას არ გააჩნია.
ის, რომ მათი შვილები გარემონტებულ შენობაში სწავლობენ, მშობლებს მოსწონთ, თუმცა ფიქრობენ, რომ სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესება ურიგო არ იქნება.
„ახალ სასწავლო წელს სკოლებში სერტიფიცირებული პედაგოგებისა და დირექტორების რაოდენობა გაიზარდა. ახალციხის რესურსცენტრში ფიქრობენ, რომ მთავარი სერტიფიკატების მიღება კი არა, გამოცდებში მონაწილეობაა“, - ამბობს ახალციხის რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტი, იურისტი გიორგი დალალიშვილი.
ეროვნული სასწავლო გეგმა რესპუბლიკის მასშტაბით უკვე დაიდო. მთავარი სიახლე მასში ის არის, რომ ინგლისური ენის სწავლა უკვე პირველი კლასიდან გახდა სავალდებულო. ცნობილია ისიც, რომ იგი გახდა პირველი უცხო ენა და რუსულმა ენამ გადაინაცვლა მომდევნო ადგილზე.