„ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავარი ოფისი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლიდერთა ნაწილის გასვლამ კვალი დააჩნია ყველაზე მძლავრი ოპოზიციური პარტიის მუშაობას რეგიონებში. როგორც ჩანს, დედაქალაქში დაწყებული პროცესი გარკვეულწილად პარტიის რაიონულ და საქალაქო ორგანიზაციებშიც გაგრძელდა, თუმცა არა იმ მასშტაბით, როგორც 12 იანვარს თბილისში, როცა პარტია 59-მა წევრმა - მათ შორის, პარლამენტის 21-მა დეპუტატმა - დატოვა. რა ხდება მთავარი ოპოზიციური პარტიის რაიონულ ორგანიზაციებში? - ამ თემაზე „რეგიონალური მაცნის“ 17 იანვრის გამოშვებაში შემოგთავაზებთ რეპორტაჟებს ზუგდიდან, ლაგოდეხიდან, ქუთაისიდან და რუსთავიდან.