8 ივნისს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. შესაბამისად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო სუბიექტებისა და ხელისუფლების ორგანოების მიმართ სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი ამოქმედდა, თუმცა კამპანია ჯერ პასიურ ეტაპზეა. რა არის მთავარი სიახლე საარჩევნოდ და რა საქმიანობით არიან დაკავებულნი საოლქო საარჩევნო კომისიები? „რეგიონალურ მაცნეში“ ამ თემაზე შემოგთავაზებთ სიუჟეტებს ქუთაისიდან, ზუგდიდიდან, რუსთავიდან და ლაგოდეხიდან.