დღეს „რეგიონალურ მაცნეში“ ვისაუბრებთ თემაზე „ პრემიები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფინანსური საქმიანობის შეფასება“. რა მოცულობის თანხები მიიღეს სააღდგომოდ თვითმმართველობათა ორგანოების თანამშრომლებმა კახეთში, როგორ იხარჯება ბიუჯეტი იმერეთის მუნიციპალიტეტებსა და ზუგდიდში და რაში ადანაშაულებს ადიგენის ერთ-ერთი მკვიდრი ადგილობრივ ხელისუფლებას. ამ საკითხებზე სიუჟეტებს შემოგთავაზებთ თელავიდან, ადიგენიდან, ქუთაისიდან და ზუგდიდიდან.